საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად სესხის პროცენტი 191 800 მომხმარებელს გაეზრდება.
1 მარტის მდგომარეობით, სწორედ ამდენი სესხია მიბმული ცვლად საპროცენტო განაკვეთზე.